უკვე თითქმის სამი საათია მიმდინარეობს სინოდის სხდომა. ცოტა ხანში გადაწყდება შეცვლის თუ არა საპატრიარქო რელიგიური მსახურების წესებს. სხდომის დაწყებამდე კი გამკაცრებული იყო კონტროლი საპატრიარქოს შესასვლელთან. კორონავირუსის რისკის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველა შემსვლელს სიცხეს უზომავდნენ.