ბათუმში #1 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - CODIV 19

20 მარტი 2020, 11:03 1941 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, დავით მურვანიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმის #1 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, მას არ აქვს განსაკუთრებული ჩივილები და სტაბილურია. 

ინფიცირებული საავადმყოფოში უკვე მე-5 დღეა იმყოფება.  ტესტი დასძლია თუ არა კორონავირუსი ჯერ არ გაუკეთდება. 

"როგორც იცით, აქვს თუ არა ვირუსი ინფიცირებულს კიდევ ორგანიზმში ორი ტესტით დგინდება, სადაც ორივეჯერ პასუხი უარყოფითი უნდა ამოვიდეს. როგორც იცით ეს ძვირადღირებული კვლევებია და ჯერ არ ვჩქარობთ, პაციენტი მე-5 დღეა იმყოფება ინფექციურ საავადმყოფოში. როდის ჩაუტარდეს ტესტი, ამას გადაწყვეტს კლინიკური ჯგუფი," - განაცხადა დავით მურვანიძემ ჟურნალისტებთან. 

მისივე ინფორმაციით, ბათუმის საკარანტინო ზონიდან COVID 19-ზე 2 პირს ჩაუტარებენ ტესტირებას. მათ დაუფიქსირდათ მცირედით სიცხის მატება - 37 ოდნავ მეტი.  მათ ტესტირების პასუხები, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი