აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და საერთაშორისო დიდოსტატმა სალომე მელიამ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა:
‘’მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიური გავრცელების გამო, ვფიქრობდი, ჩემი პროფესიის და კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება შემეძლო სახლის პირობებში. მშობლებისთვის, ყველაზე რთული, ალბათ სახლში ‘’გამოკეტილი’’ ბავშვების გართობა და განვითარებაა.
მოწოდების ფარგლებში #დარჩისახლში, #დავეხმაროთერთმანეთს - ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, დღის 12:00 საათიდან, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (რათქმაუნდა უსასყიდლოდ) ვიწყებ ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას! შემოგვიერთდით გვერდზე - Online Chess lessons/ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილები სალომე მელიასთან ონლაინ გაკვეთილებში ჩართულ ბავშვებს, თვითიზოლაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ პირადად დავასაჩუქრებ ჭადრაკის კომპლექტით. (საჭიროების შემთხვევაში, თვითიზოლაციის დროსაც, ბავშვებს დავურიგებ ინვენტარს საცხოვრებელ მისამართზე) მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში შევქვმნი ჯგუფებს, გამოვყოფ მეტ დროს და დავამატებ გაკვეთილებს. საქონტაქტო ელ.ფოსტა: playchess2020@mail.ru ‘’ - წერს სალომე მელია .