კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა #დარჩისახლში

19 მარტი 2020, 15:06 1757 ნახვა

გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით გაიზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ამიტომ მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ჩიქოვანის თქმით,  კორონავირუსის პრევენციის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლოა, ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში“-აცხადებს ჩიქოვანი. ამავე სხდომაზე  გახდა ცნობილი, რომ 9 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი