სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაბილეთების ფასს სუბსიდიით შევამცირებთ - მინისტრი 

18 მარტი 2020, 16:53 1841 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ეხმარება ავიაკომპანიაბეს, რომ არ შეწყვიტონ კომერციული ფრენები და უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეების დარჩეთ საშუალება საქართველოში დასაბრუნებლად. 

მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო სუბსიდირებას უკეთებს კომპანიებს, რომ მგზავრთა კლების გამო არ გაძვირდეს ბილეთები და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. 

"მე მინდა განვმარტო მექანიზმი - აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი. ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს. მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა კომერციულად მდგრადი იყოს, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი. ეს არის სუბსიდია და არა დახმარება რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს 17-მდე მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან არ აქვთ ფინანსები და ღამის გათევა ქუჩაში უწევთ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი