სოფელ ნამლისევში 50–მდე აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი, ოქტომბრის საბავშვო ბაღი მიიღებს აღსაზრდელებს. ქედაში სულ 14 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს. წელს ბაღების მშენებლობა– რეაბილიტაციისთვის ქედის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა.