აჭარის მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის ხელყოფა - 33-ი ორგანიზაცია საერთაშორისო პარნტიორებს მიმართავს

17 მარტი 2020, 15:22 2464 ნახვა

1. გთხოვთ, დაინტერესდეთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენოთ აჭარის მაუწყებლის საკითხი;

2. თქვენი მანდატის ფარგლებში მიიღოთ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად - ამ წინადადებით მიმართავს საქართველოში მომუშავე 33 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებს. 

33 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მუშაობენ, უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ" და სთხოვენ საერთაშორისო პარტნიორებს, მანდატის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატონ. 

სრულად განცხადება იხილეთ აქ

მიმართვა გაგზავნილია  ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის,  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელის - ადამიანის უფლებების სფეროში,  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში,  ევროპარლამენტის წევრების, ეუთოს წარმომადგენელის მედია თავისუფლების საკითხებში, ორგანიზაცია 19 მუხლის აღმასრულებელი დირექტორის,  საერთაშორისო ამინისტიის გენერალური მდივნის,  Human Rights Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის,  ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების პრეზიდენტის, Freedom House-ის პრეზიდენტის,  ორგანიზაციის რეპორტიორები საზღვრების გარეშე დირექტორის,  ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტის,  საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის თავმჯდომარისა და ორგანიზაციის შეუზღუდავი თავისუფალი პრესის თავმჯდომარის სახელებზე. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი