აჭარის მთავრობის ინიციატივები ბიზნესის მხარდასაჭერად

16 მარტი 2020, 20:16 2335 ნახვა

აჭარაში  ბიზნესმენებს  საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცემა. მათ ვისაც ვალდებულება 1 მარტიდან 1 ივლისამდე შესასრულებელი ჰქონდათ, პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ -  ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის  თქმით,  ინვესტორის მხრიდან მიმართვის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულებისთვის დამატებითი ვადის მიცემის საკითხიც განიხილება. რიჟვაძემ ასევე აღნიშნა , რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მეწარმეებმა, მათ შორის ბრენდული სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს მზაობა სასტუმროებში საკარანტინე სივრცის განთავსებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით ვირუსის გავრცელების გამო სურსათის მომარაგებსასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევა არ არის და  სასურსათო მაღაზიებს მოუწოდა არ დაუშავან ფასების ზრდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, თბილისის მსგავსად , აჭარაში მოქმედი საბავშო ბაღების აღსაზრდელებს ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ბავშვებს დაურიგდებათ ის პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო კვებისთვის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში