კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საქართველოში, კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. განკურნებული თბილისის ინფექციურში ზუსტად 20 დღე მკურნალობდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან ჩამოვიდა. უარყოფით პასუხს კიდევ 2 პაციენტი ელოდება.
დედაქალაქში დაფიქსირებული კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ კოვიდ-19 ბათუმში ერთ პაციენტს გუშინ დაუდასტურდა, რომელიც ინფექციურში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია. საეჭვო სიმპტომებით კლინიკაშია მოთავსებული კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.