''ვირუსის გამო უმძიმესი პერიოდი გვაქვს“ - მეუფე შიო

15 მარტი 2020, 18:12 1295 ნახვა

''ვირუსის გამო უმძიმესი პერიოდი გვაქვს“ ყველა სნეულება, მწარე გაკვეთილია, რაც კი ცხოვრებაში ხდება- განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ პატრიარქის თანამოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა.საპატრიარქოს განცხადებით ღვთისმსახურება ტაძრებში ჩვეული წესით აღევლინება.

ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე. ხოლო სამშაბათს, 17 მარტს სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში