საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს შორის შეთანხმების თანახმად ორ ქვეყანას შორის ფრენები გახანგრძლივდება მიმდინარე წლის 20 მარტის 24:00 საათამდე.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენების გაუქმებას თურქეთის მხარე საქართველოსთან 14 მარტიდან გეგმავდა, თუმცა შეთანხმების თანახმად ვადა გახანგრძლივდა.
კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვიზიარი ხვალიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. პოლონეთი დღეიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე.
ასევე ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, უნდა დაუკავშირდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს,-ნათქვამია განცხადებაში.