ცენტრში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობაა აჭარაში, თუ რომელი სისტემით უნდა ჩატარდეს 2020-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
ოპოზიცია გარკვეულ კომპრომისებზე საუბრობს, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს აანონსებს, თუმცა კონკრეტული ხედვა და გადაწყვეტილება, როგორი იქნება ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო მოდელი, მხარეებისთვის ჯერ კიდევ დავის საგანია.