დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა - ლარის კურსი ყოველდღიურად იცვლება

14 მარტი 2020, 18:40 2016 ნახვა

დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა. ვალუტის ჯიხურებში დოლარის შესყიდვა 2 ლარად და 99 თეთრადაა შესაძლებელი. გაძვირდა ევროს ღირებულებაც და მისი ფასი დღეს 3 ლარი და 30 თეთრიდან იწყება.

საფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულების  ინფორმაციით ლარის კურსმა გაუფასურება ორშაბათს დაიწყო და ყოველდღიურად უფასურდება. გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, შეცვლილი კურსით დოლარის ფასმა  2 ლარი და 99 თეთრი შეადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი