კორონავირუსთან მებრძოლ ქართველ ექიმებსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა გამარჯვება ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძაგნიძემ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ მსოფლიოს ქალთა გრან პრის მე-3 ეტაპზე შვიდი ქულა დააგროვა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.