აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში ტარდება - კორონავირუსი

11 მარტი 2020, 13:31 1895 ნახვა

ღია კარის დღეები ონლაინ რეჟიმში გრძელდება - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. 

 ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მოამზადა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში.

 

 უცხოური ენების გამოცდასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში  აბიტურიენტები პასუხებს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ცენტრის ფეისბუკ გვერდზე მიიღებენ.- წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში