26 მაისის საქმე

22 სექტემბერი 2016, 00:00 2529 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ  მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით,  2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს დაევალა. `დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა  და შს სამინისტროს დანაყოფების მეშვეობით. ლორთქიფანიძისა და ახალაიას ხელმძღვანელობით მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს  გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო 250-მა, უკანონოდ დააკავეს 800-მდე მომიტინგე~ - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში