ამ საარჩევნო სისტემით შევძლებთ, გავუშვათ სახლში უმაქნისი ხელისუფლება ისე, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს

09 მარტი 2020, 14:18 2284 ნახვა

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული საარჩევნო მოდელის მიხედვით ძალაუფლების კონცენტრირებას ვერც ერთი პარტია ვეღარ შეძლებს.

მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება აღნიშნულ პირობებს არ დათანხმდებოდა - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, რომელთა ჩარევისა და დახმარების გარეშე ეს შეთანხმება არ იქნებოდა. ხელისუფლება არ დათანხმდებოდა ამ პირობებს. ძალიან კარგია ყველასთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ოქტომბერში მოგვცემს საშუალებას, მშვიდად გავუშვათ სახლში არაფრის მაქნისი ხელისუფლება, ისე, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს და ხელში არ ჩაიგდოს ძალაუფლება. ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას. ამ ქვეყნის პრობლემა იყო, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქუჩაში და მსგავსი რამ აღარ მოხდება. ამომრჩევლების ჯგუფს პროპორციული წარმომადგენლობა ეყოლება და ხალხის სათქმელს იტყვის პარლამენტში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრების ფორმატს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ავტომატურად დასრულებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი