ირანში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა ჯამში 194-ს მიაღწია

08 მარტი 2020, 18:06 2130 ნახვა

ირანში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა ჯამში 194-ს მიაღწია.სულ კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით 3 594 ადამიანი ემსხვერპლა. უკვე განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაწერეს  60 ათასი ადამიანი. მსოფლიოს 98 ქვეყანაში, ამ დროისთვის,  კორონავირუსით 106 165 ადამიანია ინფიცირებული.

ჩინეთში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. მაღალი მაჩვენებლებით, მას მოსდევს სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. პირველი შემთხვევები კი გამოვლინდა მოლდოვასა და პარაგვაიში. მოლდოვას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით 48 წლის ქალია ინფიცირებული, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდა.

იტალიის ლომბარდიის რეგიონში და 14 პროვინციაში კი 16 მილიონი ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების გარდა, ლომბარდიის რეგიონში შესვლა ან ტერიტორიის დატოვება შეუძლებელი იქნება. შეზღუდვები ასევე შეეხება ვენეციას, პარმასა და მოდენას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი