ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ სპექტრს , ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრამდე გაკეთდა განცხადებებიც. ოპოზიციის წევრების მოთხოვნები უცვლელია.
პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა და იმ პირების გათავისუფლებაა , რომელიც მათივე თქმით, პოლიტიკური პატიმრები არიან. მათი მოთხოვნა იყო, რომ 125/25 ზე უნდა ყოფილიყო თანაფარდობა.ოპონენტები, ახლა ქართული ოცნებისგან ელოდებიან მანდატების გადანაწილების საკითხს. დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატიური კორპუსი შუამავლობით არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს . სავარაუდოდ დღეს ბოლო შეხვედრა, 9 მარტი არის ბოლო თარიღი, როდესაც უნდა მოხდეს კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში.