მოუწესრიგებელი და ამორტიზებული გზის პრობლემა ჭახათში

08 მარტი 2020, 12:30 1727 ნახვა

მოუწესრიგებელი და ამორტიზებული გზის პრობლემაზე საუბრობენ სოფელ ჭახათში, ოხტომის თემის მცხოვრებლები. რომლებსაც წლებია აწუხებთ შიდა სასოფლო გზის საკითხი, რომლის ნაწილზეც 2-წლის უკან ბეტონის გზა დაიგო, თუმცა გზის საფარი ბოლომდე არ გაკეთდა და გზის ეს მონაკვეთი ახალი საფარის გარეშეა დარჩენილი.

გზაზე შესამჩნევია ქვათაცვენის კერები. როგორც მოქალაქეები ამბობენ, გზის ეს მონაკვეთი, სოფელ ზენითსაც ესაზღვრება, რომლის ნაწილი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის, ნაწილი კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. როგორც მერიაში გვითხრეს, მათთვის ცნობილია აღნიშნული პრობლემა და ეტაპობრივად მოახდენენ ამ გზის რეაბილიტაციას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი