იტალიაში, 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება

08 მარტი 2020, 11:19 1664 ნახვა

იტალიაში, 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.  მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 600-მდე, დაინფიცირებულთა კი 106 203-მდე გაიზარდა.რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი 60 190-ია.ფატალური შემთხვევების  უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, ჩინეთის გარეთ კი ვირუსით 500-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის ყველაზე მეტი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი