გაღრმავებული კრიზისი და წმენდა აჭარის მაუწყებელში

07 მარტი 2020, 20:11 1680 ნახვა

აჭარის ტელევიზიაში არსებული კრიზისი ღრმავდება. გუშინ საღამოს დირექტორის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. გიორგი კოხრეიძის  ბრძანებაში სიტყვასიტყვით წერია, რომ თეონა ბაკურიძეს  დროებით აეკრძალოს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებულ იქნას ტელევიზიის ეთერიდან. დირექტორის ამ გადაწყვეტილებას, თეონა ბაკურიძე, სამართლებრივად ასაჩივრებს.

ბრძანებაში, რომელიც ბაკურიძეს 19 საათის შემდეგ ჩაბარდა წერია, რომ საინფორმაციო სამსახურის ოთახში იმყოფებოდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი აბაზაძე და ის იწყებდა დღის გეგმის დაწერას, რა დროსაც თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას და ის ახდენდა ზეწოლას ფსიქოლოგიურად, რათა აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა პოზიცია. ამ პროცესის მონაწილე ვიყავი მეც. ვადასტურებ, რომ იყო დაძაბული საუბარი, ამის შემდეგ გიორგისთან კომუნიკაცია მშვიდად გაგრძელდა.

მან მოგვიანებით დატოვა ახალი ამბების ოთახი, რის შემდეგაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მას ჯერ სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარება და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. საბედნიეროდ, გიორგი უკვე კარგადაა. ჩვენ კი ერთად გადავხედოთ გუშინდელი დღის ქრონიკას და მოვისმინოთ შეფასებები, რომელიც მაუწყებელში არსებულ ვითარებაზე კეთდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი