ქალთა მიმართ ძალადობის  წინააღმდეგ  კამპანია  იწყება

07 მარტი 2020, 15:00 1161 ნახვა

მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები ჩაერთვებიან, პრემიერის განცხადებით ბოლო ორ თვეში დაფიქსირდა 8 შემთხვევა,როდესაც ოჯახის წევრის მიერ მოკლული ქალია, რაც მისი თქმით უმძიმესი სურათია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და სწორედ კანონის აღსრულების და ძალადობის მონიტორინგი დაევალება ერთობლივ სამთავრობო ჯგუფებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში