მსოფლიოში კორონავირუსით 3 385 ადამიანი დაიღუპა, 55 600 გამოჯანმრთელდა

06 მარტი 2020, 11:51 1619 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის და ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.მისივე თქმით, ეპიდემიის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ  კოორდინირებული მიდგომით.მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია.

ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ამ დროისთვის ვირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია, დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში