Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს

06 მარტი 2020, 11:49 1235 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა. ryanair-ის ინფორმაციით, მილანი-თბილისის მიმართულებაზე ფრენები 7 მარტამდე შესრულდება და 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი ფრენების რაოდენობა 2-მდე შემცირდება.

გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს ფრენებზე იტალიიდან იორდანიის, ისრაელის, ჩეხეთისა და მონტენეგროს მიმართულებითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში