სადავო საარჩევნო მოდელი - მოლაპარაკებების თარიღი კვლავ უცნობია

04 მარტი 2020, 18:21 1723 ნახვა

კვლავ უცნობია, როდის გაიმართება საერთაშორისო პარტნიორების ორგანიზებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. უმრავლესობის წინადადება პროპორციულისა და მაჟორიტარული მანდატების 110/40-ზე შეფარდება და მთავრობის ჩამოყალიბებაზე პარტიებისთვის 40%-იანი ბარიერის დაწესებაა. რაც შეეხება ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები 130/20 ზე შეფარდებას და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების გათავისუფლებას ითხოვენ.ევროკავშირის ელჩმა დღეს ოპოზიციას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და დიალოგი გააგრძელონ. მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა შეთანხმების იმედი აქვთ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი