კორონავირუსის გამო, პრეზიდენტმა პარლამენტარებს ხელი არ ჩამოართვა

04 მარტი 2020, 15:09 2069 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს ხელი არ ჩამოართვა.  მან პარლამენტში შესვლის დროს, ჯერ უმრავლესობის წევრს მამუკა მდინარაძეს, ხელის ნაცვლად მუშტი მიადო მისალმების ნიშნად.  სავარაუდოდ, ვირუსის გამო სიფრთხილეს იჩენდა. 

შემდეგ ისე ჩაუარა სხვა დეპუტატებს, მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა, ბოლოს კი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მუჭი შეაგება, რომელიც მისკენ ხელის ჩამოსართმევად ხელგაშლილი გამოემართა. 

საქართველოს პარლამენტს, როი დღის წინ ჰქონდა კამპანია - სიფრთხილე და არა შიში, სადაც ის საზოგადოებას ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი