9 წლის მოზარდი, რომლიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა რეანიმაციაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას კვლევები უტარდება, მოზარდი ლიფტის შახტაში მე-7 სართულიდან ჩავარდა.
მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობებით მოზარდი ოჯახმა დედათა და ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანა. ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო.