კორონავირუსის გამო, პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებენ, ბაზარზე სამომხმარებლო პროდუქტის ნაწილზე ფასების ზრდას. მოვაჭრეები ამბობენ, რომ გაძვირდა ის პროდუქტი რაც აქამდე ირანიდან, ან ჩინეთიდან შემოდიოდა. ზოგადად კი ფასების ზრდა ბოლო ერთი წელია ტენდენციად იქცა. საქსტატის მონაცემებით ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა.
ფასების ზრდა შეინიშნება, როგორც საზოგადოებრივ კვებაზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ისე მომსახურების სფეროზე. ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ფასების ზრდას ლარის კურსის მნიშვნელოვან გაუფასურებასაც უკავშირებდნენ. მაგრამ ბოლო ერთი კვირაა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით მყარდება. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 78 თეთრია.