კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საქართველოში არ გაზრდილა. ბოლო ლაბორატორიული კვლევების შედეგად ამ ეტაპზე არცერთ პაციენტს ახალი ვირუსი არ დაუდგინდა. ვირუსი არ აქვს არც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტს. როგორც იცით პრევენციისთვის გუშინ საქართველოს მთავრობამ მილიონი ლარი გამოყო, დრეს კი მეტი ინფორმირებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა. 100 ათასი ლარი გაითვალისწინა სარეზერვო ფონდიდან აჭარის მთავრობამაც.
საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ახალი რეკომენდაცია კი, შესაძლებლობის მიხედვით ნაღდი ფულის ხელიდან ხელში გადაცვლის ნაცვლად, ელექტრონული ანგარიშსწორების გამოყენებას უკავშირდება. დღესვე გადაწყდა, რომ სააღმზრდელო პროცესი საჯაროსთან ერთად, კერძო ბაღებსა და სკოლებშიც შეწყდება.