თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, ბათუმში კი 2

03 მარტი 2020, 13:54 1257 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავდმყოფოში ამ მომენტისთვის 35 პაციენტი იმყოფება მათ ნაწილს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. სხვების   ანალიზების პასუხები ლუგარის ლაბორატორიის კვლევების შემდეგ, საღამოს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდათ, მათი მდგომარეობა მედიკოსების განცხადებით, სტაბილურია.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ორი პაციენტი იმყოფება, ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა და მას მალე გაწერენ. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილია და პასუხი საღამოს გახდება ცნობილი

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი