თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს

02 მარტი 2020, 15:06 1479 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევა გამოიკვლიეს, კლინიკურად და ლაბორატორიულად კი მხოლოდ 3 დადასტურებული. ექიმების პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ დაავადებულების შემთხვევაში ვირუსი მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. ცოტა ხნის წინ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს.

მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის და მათ მნიშვნელოვანი ჩივილები არ გააჩნიათ. დილით  8-ს პაციენტს  კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ რვას კი, ტესტი დღეს ჩაუტარდება. გამოკვლეულები, ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი