ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა - საქსტატი

02 მარტი 2020, 12:04 1953 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა.

ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელმა კი გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9.5 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.3 პროცენტი); 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი