კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა შოტლანდიასა და ჩეხეთში

02 მარტი 2020, 10:04 1421 ნახვა

89 073-მდე ინფიცირებული, 45 064 გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის შედეგები მსოფლიოში. ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ კორეაშია, სადაც ვირუსით ინფიცირების 4 212 შემთხვევა ფიქსირდება, შემდეგ მოდის იტალია, სადაც 1 694-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა.

ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ იტალიაში ფიქსირდება. ირანში კი 978 დადასტურებული შემთხვევაა ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 89 შემთხვევა ფიქსირდება.

89 შემთხვევიდან 44 იაპონიის საკრუიზო ლაინერიდან დაბრუნებულ ადამიანებში დაფიქსირდა. სამი შემთხვევა უჰანს უკავშირდება. სამივე ინფიცირებული ბოლო პერიოდში ჩინეთის იმ ქალაქშია ნამყოფი, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა შოტლანდიაში, ასევე პირველი სამი შემთხვევა ჩეხეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში