მოქალაქეები წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეთ - ამირან გამყრელიძე

01 მარტი 2020, 16:36 2885 ნახვა

ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც იტალიიდან ბრუნდებიან, წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებას, რათა კარანტინში არ მოხვდნენ- ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა

გამყრელიძე მიმართავს ყველას, ვინც ქვეყანაში ბრუნდება, საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.

„მინდა, მივმართო ადამიანებს, რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ესენი არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი – თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმები. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე, ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან, რომ აქვთ გარკვეული სიმპტომები, კერძოდ, ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით შემდგომ სიმპტომი დროებით იმალება. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ. ეს პირველ რიგში არის მათთვის, ასევე როდესაც გადაგვყავს ისინი კარანტიში ან თვითიზოლაციაში, მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ვიცავთ და ხელს ვუშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი