თსუ-ის რექტორის მოვალეობას დარეჯან თვალვთაძე შეასრულებს

21 აპრილი 2016, 00:00 6537 ნახვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვალძე გახდა. მას მხარი 526-მა ამომრჩეველმა  ანუ 54, 3 % დაუჭირა. დარეჯან თვალთვაძე თსუ-ს პროფესორია და დღემდე იგი რექტორის მოადგილეც იყო. მას რექტორის მოვალეობის შესრულება აგვისტომდე მოუწევს.  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიური ხარისხის მქონე პირებმა აირჩიეს, პროცესს 16 ინდივიდიაულური პირი და ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა. 15 მაისამდე უნდა ჩატარდეს ახალი აკადემიური საბჭოს  არჩევნები, სწორედ ახალი საბჭო დაასახელებს არჩევნების თარიღს.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში