რეკომენდაცია - როგორ უნდა განაშენიანდეს ძველი ბათუმი

29 თებერვალი 2020, 12:55 2108 ნახვა

ისტორია და თანამედროვეობა - როგორ  უნდა განაშენიანდეს  ძველი ბათუმი ისე, რომ მისი  ისტორიულის იერსახე შენარჩუნდეს   და ურბანული დაგეგმარების პრინციპი არ დაირღვას.  საკითხზე დაინტერესებულ პირებს  ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ესაუბრა. შეხვედრაზე მან, რამდენიმე ძველი ევროპული ქალაქის მაგალითი მოიყვანა და მონაწილეებს ფოტო მასალებით უჩვენა, როგორ მოხერხდა  განვითარების პარალელურად  ისტორიის შენარჩუნება.

ისაუბრა იმაზე თუ რას ნიშნავს რეკონსტრუქცია და რესტავრაცია, როგორ ესმით ის საქართველოში და  როგორ ხდება  ქვეყანაში  ძველი ქალაქების  აღდგენა- განაშენიანება. ხელოვნებათმცოდნე ამბობს, რომ  მთავარი პრინციპი ზონების არსებობა და მისი კანონის შესაბამისად რეგულირებაა.  „ჟურნალისტთა სახლის „ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ძირითადად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში