წყლის პრობლემა და უფუნქციო ჭაბურღილი

28 თებერვალი 2020, 10:46 2025 ნახვა

ამორტიზებული და უფუნქციო წყლის ჭაბურღილი სოფელ მუხაესტატეში. მოსახლეობა ამბობს, რომ 2016 წელს აგებული ჭაბურღილის უმოქმედობის გამო,  450 ოჯახს წყლის პრობლემა აქვს. 4 წლის წინ ამ პროექტისთვის 200-ათასი ლარი გამოიყო.

ფაქტს აპროტესტებენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც, ისინი ქობულეთის მერიას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს, რასაც არ ეთანხმებიან ქობულეთის მერიაში.

უწყებაში წერილობით გვიპასუხეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ტექნიკური დაზიანების გამო ჭაბურღილი ექსპლუატაციაში ვერ  შევიდა და მერიამ მიიღო გადაწყვეტილება 2 ახალი დანადგარის მოწყობის შესახებ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი