პოლიტიკური საუზმე დიპლომატებთან ერთად - დადგა თუ არა დღის წესრიგში 110/40-ზე მოდელი და დათმო თუ არა კიდევ ათი მაჟორიტარის პოზიცია უმრავლესობამ? - ოპოზიცია და მმართველი გუნდი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ოპონენტები, რომლებმაც უარი თქვეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომაზე გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, ამბობენ, რომ ელჩების მონაწილეობით გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე იყო საუბარი მაჟორიტარების უფრო მეტად შემცირებაზე ოქტომბრის არჩევნებისთვის.
ციფრებზე საუბარს პარლამენტის თავმჯდომარე არც უარყოფს და არც ადასტურებს, ყოფილი ცალსახად უარყოფს. უმრავლესობიდან მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ოცნება კომპრომისზე წავა, თუ ოპოზიციასთან შეთანხმება შემდეგნაირი იქნება - არჩევნების შემდეგ მთავრობას მხოლოდ 40 პროცენტზე მეტი ხმის მქონე პარტია დააკომპლექტებს.