კორონა ვირუსის გავრცელების მსოფლიო რუკა

27 თებერვალი 2020, 18:01 31396 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე საქართველოც მოინიშნა. სულ ასეთი კი 45 ქვეყანაა. ინფექცია ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი მდგომარეობა კი სტაბილურია.

ყველაზე რთული ვითარება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიასა და ირანშია. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიოში 3 ათასამდეა, 81 ათასზე მეტი კი ინფიცირებული, 30 ათას ადამიანამდე კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ვაქცინაზე მუშაობენ სპეციალისტები და შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს ცდიან.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში