ევროკავშირის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ აქამდე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაზე საუბარი არარეალური იყო, შეხვედრის შემდეგ დიპლომატების დახმარებით, გამოიკვეთა ორივე მხარის სურვილი, რომ მივიდნენ საერთო კონსესუსამდე, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ კონკრეტულ წინადადებაზე არ შეთანხმებულან და აუცილებელია რომ კიდევ გაიმართოს წინასწარი შეხვედრები.
მანამდე გაცხადებული ინფორმაცია, რომ თითქოს ხელისუფლებამ საარჩევნოდ ახალი ვარიანტი, 110/40-ზე შესათავაზა არ დასტურდება, ამას ადასტურებს პარლამენტის თავმჯდომარეც, მისი თქმით ოპოზიციასთან დიალოგი მალე დაინიშნება.
აცხადებს, რომ ყველა მხრიდან არსებობს მზადყოფნა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავარ პრინციპებზე შეთანხმება შედგეს.