გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლებადამცველის შუამდგომლობას, განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით - ამ კონკრეტული საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, მოწმის სახით ექსპერტები დაიკითხებიან.
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტის ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც სასჯელის გადავადების საფუძველს იძლევა. სასამართლო რამდენიმე წუთში პირველ საათზე უნდა დაიწყოს.