კორონავირუსის გამო, ჩინეთთან შედარებით მეტ საფრთხეს შესაძლოა, ირანი წარმოადგენდეს, რის გამოც საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანიდან დაბრუნებულ პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის რისკი მთელ მსოფლიოში გაიზარდა. თუმცა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის შემთხვევების 82% მსუბუქად მიმდინარეობს. სამხრეთ კორეაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო რეკომენდაციებით მიმართავს, სადაც ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალია ამ დროისთვის და დღეს ასობით ადამიანი პირბადეების რიგში იდგა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პარალელურად ქმნის სხვა პრობლემებსაც, მაგალითად ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ ევროპაში მოგზაურების რიცხვი შემცირდა. ტურისტულ ბიზნესში შესაძლო კრიზისზე საუბრობენ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა მილანი-ქუთაისის რეისი და რამდენიმე მგზავრს დაუფიქსირდა სიცხე.