პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიჩელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში NDI-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში საარჩევნო წლის განმავლობაში კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობებისა და წარმომადგენლობითი ორგანოების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, NDI-ის მიერ გაწეულ საქმიანობას.