ფინანსთა მინისტრი პარლამენტში არ მივიდა

24 თებერვალი 2020, 14:43 1707 ნახვა

ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა. ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მივა. მთავარ მიზეზად მაჭავარიანმა ის დაასახელა, რომ დეპუტატების კითხვებს გასულ კვირას მინისტრის საათის ფარგლებში უპასუხა.

მას, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკზე, ასევე ყალბი აქტივების საკითხებსა და აზარტული თამაშების საკითხებზე უნდა ესაუბრა. „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ კი  ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების გადადგომა მოითხოვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი