მახვილაურში, ავტობანის მშენებლობამ ორ ოჯახს სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გაუუქმა. ავტობანის მშენებლობას უკავშირებენ, სახლის დაშლას მოდებაძეები. ამბობენ, გზის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ.
საგზაო დეპარტამენტიდან კი პასუხად მიიღეს, რომ ნახაზებში მათი სახლები და გზა გათვალისწინებული არ იყო. ოჯახებმა, დანგრეული სახლის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებისთვის მთავრობას მიმართეს.
ავტობანის სამშენებლო სამუშაოები ამ მონაკვეთზე ორი წლის წინ დაიწყო, სწორედ ორი წელია რაც ოჯახი საქართველოს საგზაო დეპარტამენტს წერილობით უშედეგოდ მიმართავს.