ახალი ბაზრების ათვისება, მომავალი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება - ბათუმში ფეროშენადნობი პროდუქციის მწაროებელთა და მომხმარებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე დასასწრებად ასამდე სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია, ასევე მძიმე მრეწველობაში მოღვაწე ყველაზე მსხვილი კომპანიები მასპინძლობენ.