9 მარტის ქუჩის კეთილმოწყობა

20 სექტემბერი 2016, 00:00 3320 ნახვა

9 მარტის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის, საავტომობილო გზის მოშანდაგება და ასფალტირებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოები ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა. ლაშა სირაბიძის განცხადებით, კფწ პროექტის ფარგლებში, 9 მარტის ქუჩაზე უკვე შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. მისივე თქმით, მერიის პროგრამით 25 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რისთვისაც დაახლოებით 19 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები 1 თვის წინ დაიწყო და მის დასრულებას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობაც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ~ზიმო 7~ და ქვეკონტრაქტორი შპს ~გზა~ ასრულებს.

ამავე კატეგორიაში