ბათუმში მამაკაცი ყელის არეში დაჭრეს - თვითმხილველი

21 თებერვალი 2020, 14:50 8788 ნახვა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, მოქალაქე ყელის არეში დაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს  მოქალაქემ მიაწოდა. 

სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.  შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას აზუსტებენ. 

თვითმხილველის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს უცხო ქვეყნის მოქალაქე დაესხა ცივი იარაღით თავს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაუდასტურებიათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი