ვანო მერაბიშვილს პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა, მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაყო. პოლიტიკური განცხადებები ციხის დატოვებისთანავე გააკეთა. გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლება დაემხობა და აღდგება პოლიციელების ღირსება.
კონკრეტულმა ოპოზიციურმა ძალებმა მასთან ურთიერთობაზე უკვე თქვეს უარი, მათ შორისაა საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო, ამის მიუხედავად მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ კი მას ისევ დააბრუნებენ ციხეში კონკრეტული საქმეებისთვის, რომელზეც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დავა, ეს იქნება პოლიტიური გადაწყვეტილება. მასთან დიალოგს გამორიცხავს ანზორ ბიწაძეც, უმრავლესობაში მერაბიშვილის პოლიტიკას სერიოზულად არ აღიქვამენ, კახა კალაძემ კი ოპოზიციას დღეს „მეტი ვანო“ მერაბიშვილი უსურვა.